სამოქალაქო აქტივისტი ქეთი მოლაშვილი:
სიღნაღში, ტერასასკენ მიმავალ გზაზე (სიღნაღიდან რომ ავდივართ) მანქანებია მოცურებული, გზა არ გაწმენდილა. არც იწმინდება (უწყვეტ რეჟიმში იწმინდებაო ამბობდნენ და მაგაზე ვწერ).
უცხოელები არიან,
აქ რომ დავტოვოთ მანქანა,
გზა მაინც ჩაიკეტოს, უსაფრთხოდ რომ იყოსო (ყველაზე ცუდ მოსახვევშია მოცურებული_შიდა გზაა);
გზა იმდენად გაუწმენდავია, სამაშველოს მანქანა ვერ ამოვიდა და ფეხით ამოვიდნენ,
იმათი თარჯიმანი ვარ.
ვრეკავ 112-ში,
მეთქი პოლიცია არ მოდის და ასე რომ დატოვონ, უსაფრთხოა?
გზას დაკეტავენ, ზემოდან რომ არაფერი წამოვიდეს?
გზების დეპარტამენტმა უნდა დაკეტოს გენაცვალე გზაო.
გადამამისამართეს.
ვრეკავ გზების დეპარტამენტში
და არ მპასუხობენ.
სიღნაღი-ნუკრიანის გზა: გაუბედურებული_სედანი ძნელად თუ ივლის;
წნორი-სიღნაღის მთავარი გზა_გაუბედურებული, ხევის გადასასვლელებს აკეთებენ მესამე წელია და ვერ გავიდნენ ბოლოში;
ბოლო 2 საათია, გზაზე ვარ გამოკიდებული და არსად მინახავს გაშლილი მარილი (ეს დავწერე 1 საათის წინ, 10 წუთის წინ ვნახე კამაზი ♡ ლაგატკებით რომ ყრიან მარილს ისინი, წმინდა ნინოს წყაროსთან, ჰოდა სამართლიანობა მოითხოვს ვთქვა, რომ ბოლო-ბოლო ვნახე).
სიღნაღის მუნიციპალიტეტს, მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მქონე სოფელიც აქვს.
დილას ვნახე ლაფატკებით შლიდნენ მარილს.
ლა ფა ტკე ბით..
გზები უწყვეტ რეჟიმში იწმინდებაო 
ლაფატკებით 
წელიწადში ჰააა ჰაა 2-ჯერ მოვიდეს თოვლი,
გზები არ იწმინდება!
ეს არაა გზების გაწმენდა.
კამაზიდან ლაფატკებით მარილს რომ ყრი,
არაა გზების გაწმენდა!
გზების გაზმენდა არის ბოლო ფოტოში რომაა ის, ტექნიკა რომ გყავს შესაბამისი
და თუ გაქვს მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მქონე სოფელი,
ე.ი. უნდა გყავდეს ტექნიკა!
მილიონიანი ღირებულების ოქროს ზოდები უპოვეს შენს ჩინოვნიკებს,
ხალხს რომ მოპარა, იმ ფულით გაკეთებული,
ტექნიკა სჭირდება ხალხს.
დიდთოვლობა არაა ეს,
ესაა მცირე თოვლი, რომელმაც პრობლემები შექმნა!
ამ ხალხს, სჭირდება შესაბამისი ტექნიკა,
გზები რომ გაწმინდონ,
არა,
ლაფატკებით არა!




