გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ჩვენ გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, ჩართვა რაღაც საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა წყნარად, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის რაც ქვეყანას დააზიანებს, – განაცხადა გადაცემაში „იმედი ლაივი“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას.

მისივე თქმით, სტაგნაცია, რომელიც არსებობდა პოლიტიკაში ერთ დღეს შეიცვალა და გადაეწყო იმ პრაგმატულ პოლიტიკაზე, რომელიც მსოფლიოს ახალმა ადმინისტრაციამ შესთავაზა.

„მსოფლიო შეიცვალა, ხედავთ, რა პროცესები მიდის, დაპირისპირებები იქმნება ისეთ ადგილას, სადაც საერთოდ არავინ მოელოდა, ვთქვათ, -ს რომ ექნებოდა პრეტენზია კანადასთან. კანადის პრემიერ-მინისტრი ჩინეთში ჩავიდა, სტრატეგიულ პარტნიორობაზე დაიყო საუბარი, ეს თითქოს გამორჩა ყველას ყურადღებიდან, იგივე ვთქვათ, რა ხდება ლათინური ქვეყნების არეალში. ეს შეჩვეული სტაგნაცია, რომელიც არსებობდა პოლიტიკაში, უცებ ერთ დღეს შეიცვალა და გადაეწყო პრაგმატულ დღის წესრიგზე, რომელიც შესთავაზა მსოფლიოს [-ის] ახალმა ადმინისტრაციამ. უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიცოდეთ, გრენლანდია რას წარმოადგენს, ღირს კი ამასთან დაკავშირებით კონფლიქტის განვითარება მოკავშირეებთან, ნატოს ფორმატში? ეს არის კუნძული, სამხრეთ ნაწილი დასახლებულია, 40 000 თუ 50 000 ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ აშშ-ის ძალიან დიდი სამხედრო ბაზა იყო და არის დღესაც, რამდენიმე ასეული სამხედრო ემსახურება ამ ბაზას. მაგრამ ეს არ არის ჩვეულებრივი სამხედრო ბაზა, ეს არის სამხედრო კოსმოსური ბაზა და მსოფლიოში არსებული დაძაბული ვითარების გათვალისწინებით დღის წესრიგში უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული პრევენცია დგება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.