ნატო-ს წევრი რვა ქვეყანა: ტარიფების მუქარა ძირს უთხრის ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს

ნატო-ს წევრი რვა ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „ტარიფების მუქარა ძირს უთხრის ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს და სახიფათო დაღმავალი სპირალის საფრთხეს ქმნის”.

წერილში ქვეყნები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ისინი „სრულ სოლიდარობას უცხადებენ დანიის სამეფოს და გრენლანდიელ ხალხს“.

„ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით, რომლებსაც მტკიცედ ვუჭერთ მხარს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების ავტორები არიან: , ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდები, ნორვეგია, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი.

ცნობისთვის, -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ გრენლანდიაზე უთანხმოების გამო, დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, ნიდერლანდებსა და ფინეთს 10%-იან ტარიფებს უწესებს. -ის პრეზიდენტის თქმით, აღნიშნულ ქვეყნებს 2026 წლის 1-ელი თებერვლიდან 10%-იანი ტარიფები დაუწესდებათ, 1-ელი ივნისიდან კი ტარიფები 25%-მდე გაიზრდება და იქამდე იმოქმედებს, სანამ “გრენლანდიის სრულ და მთლიან შესყიდვაზე არ იქნება მიღწეული შეთანხმება”.

ასევე დაგაინტერესებთ