ხატია დეკანოიძე: ქართული ოცნება საკუთარ მონოპოლიებს ვერ ანგრევს, რადგან ამ კომპანიებმა შემდეგ ფული უნდა შეიტანონ პარტიაში. ეს ხალხმა იცის

“ნაცმოძრაობის წევრი”, ხატია დეკანოიძე:
პროპაგანდა სამთავრობო არხებით ავრცელებს, რომ ფასების ზრდა ოპოზიციის ბრალია და ყოვლად დაუჯერებელ მეტანარატივს მიჰყვება (არ გავაზიარებ).
სინამდვილეში, აშხაბადის დოქტრინის მსგავსია ფასების გაიაფების დაპირება და პირიქით მოუბრუნდებათ:
– ფასებმა მოიმატა;
– მილიონერი მინისტრების მიერ შექმნილი კომისია არასერიოზულად გამოჩნდა;
– ქართული ოცნება საკუთარ მონოპოლიებს ვერ ანგრევს, რადგან ამ კომპანიებმა შემდეგ ფული უნდა შეიტანონ პარტიაში. ეს ხალხმა
იცის;
– ელექტროენერგია გაძვირდა და ფასიც უფრო მოიმატებს მომავალში.
ტყუილის გადასაფარად მოიფიქრეს მსგავსი სიგიჟე:
ქვეყანაში სადაც ივანიშვილია 13 წელი ხელისუფლებაში – ოპოზიციის ბრალია რძე რომ 6 ლარი ღირს.
ყველა, ვინც ფასებზე ლაპარაკობთ და ამხელთ რეჟიმს – გააგრძელეთ.

ასევე დაგაინტერესებთ