შვედეთის ეკლესიამ პუტინთან დაკავშირებული “ჯაშუში მონაზვნები” ამხილა, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მხარდასაჭერად ეკლესიებში რელიგიურ ნივთებს ყიდდნენ

შვედეთის ეკლესიამ პუტინთან დაკავშირებული “ჯაშუში მონაზვნები” ამხილა, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მხარდასაჭერად ეკლესიებში რელიგიურ ნივთებს ყიდდნენ  – ადგილობრივი მედია წერს, რომ ბელარუსი მონაზვნები რუსეთის სამხედრო დაზვერვას უკავშირდებოდნენ და “საიდუმლო საქველმოქმედო ოპერაციას” ატარებდნენ
💬 “წმინდა ელიზაბედის მონასტრის დები, რომლებსაც “Z-მონაზვნებს” უწოდებდნენ, შვედეთის ეკლესიის მრევლში გასულ წელს მოქმედებდნენ, სანამ მათი კავშირები საომარ საქმიანობასთან საჯაროდ ცნობილი არ გახდა. შვედეთის ეკლესიამ მკაცრი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ წმინდა ელიზაბედის მონასტრის დები თავიანთ შემოსავალს რუსეთის ნაციონალიზმისა და მოსკოვის გასაძლიერებლად იყენებდნენ უკრაინის წინააღმდეგ, ამავე დროს კი მჭიდრო კავშირები ჰქონდათ GRU-სთან (რუსეთის სამხედრო დაზვერვა). ასევე გავრცელდა ფოტოები, სადაც მონაზვნები რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ” | წერს შვედეთის მედია