ადვოკატი: დაკავებულ აქტივიტს, ნინო ბარძიმიშვილს, ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება

დაკავებულ აქტივიტს, ნინო ბარძიმიშვილს, ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება, მათ შორის სისხლჩაქცევები ხელებზე. ამის შესახებ მისი ადვოკატი საუბრობს, რაც მისი განმარტებით, ბორკილების გამოყენების შედეგია.

იურისტის თქმით, დაკავება თბილისში, ტროტუარზე დგომის გამო განხორციელდა. ადვოკატი ამბობს, რომ ნინო ბარძიმიშვილი საკუთარ დაკავებას უკანონოდ მიიჩნევს და პატიმრობას უკვე მესამე დღეა შიმშილობით აპროტესტებს.

პარასკევს ნინო საკუთარი სახლიდან გამოდიოდა, მიდიოდა ცოცვაზე, უნდა შეხვედროდა მეგობარს. უხეში ძალის გამოყენებით სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა გადმოათრიეს ველოსიპედიდან, დაარტყა ხელი და ვინაიდან მე ვიმყოფებოდი მასთან რუსთავის იზოლატორში, ჩემი თვალით ვნახე აღნიშნული დაზიანება. ასევე ისე ძლიერად ჰქონდა მოჭერილი ბორკილები, რომ ხელზეც ეტყობოდა ბორკილების კვალი, ჩაჭრილის კვალი. ნინომ დამიდასტურა, რომ 5 დღის განმავლობაში იშიმშილებს. ეს არის პროტესტის ერთგვარი ფორმა, ეს არის დაუმორჩილებლობის ფორმა, რომ არ ემორჩილება იმ კანონებს, რომელსაც არ ეთანხმება და რომელიც მიაჩნია უსაფუძვლოდ, – ამბობს ადვოკატი.