The Sunday Times: ირანში დაღუპულთა რიცხვი 16 500-ს აჭარბებს, დაშავდა 330 000-ზე მეტი დემონსტრანტი

ირანში დაღუპულთა რიცხვი 16 500-ს აჭარბებს, დაშავდა 330 000-ზე მეტი დემონსტრანტი – ინფორმაციას ბრიტანული მედიასაშუალება The Sunday Times ირანელ ექიმებზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ დაღუპულთა უმრავლესობა 30 წლამდე ახალგაზრდა, მათ შორის არიან, ასევე, ბავშვები და ორსული ქალები
“საავადმყოფოებში ზოგიერთი პაციენტი გარდაიცვალა იმის გამო, რომ უსაფრთხოების ძალებმა სისხლის გადასხმაზე უარი თქვეს. ზოგიერთ კლინიკაში პაციენტების გადასარჩენად სისხლი სამედიცინო პერსონალმა გაიღო” – წერს გამოცემა.
საპროტესტო აქციები ირანში უკვე რამდენიმე კვირაა, მიმდინარეობს. საპროტესტო მუხტის ჩასახშობად, ირანის მთავრობამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ჰეზბოლასა და ერაყის მილიცია განალაგა. მანამდე, ირანის რევოლუციურმა გვარდიამ, ფართომასშტაბური დემონსტრაციების ფონზე, უსაფრთხოების „წითელი ხაზი“ გამოაცხადა. ირანში პროტესტი ეროვნული ვალუტის გაუფასურების, მაღალი ინფლაციისა და პროდუქტზე ფასების მკვეთრი ზრდის გამო დაიწყო

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: სად არიან ის კომპანიები, რომლებსაც პარლამენტში დაატარებდნენ და ფასების უკანონო შეთანხმებაში სდებდნენ ბრალს? სად არიან ბობოლა ნავთობიმპორტიორები, რომლებიც წლების განმავლობაში გარიგებული მაღალი ფასებით ძარცვავენ ხალხს?…

მიხეილ სააკაშვილი – 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია, უნდა გადაიზარდოს თანმიმდევრულ საპროტესტო გაშლილ ფრონტში – საქართველოს გასათავისუფლებლად