ჯორჯია მელონი ტარიფებთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის განცხადებაზე – მჯერა, რომ ახალი სანქციების დაწესება შეცდომა იქნება

იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯორჯია მელონის განცხადებით, დონალდ ტრამპის მუქარა გრენლადიასთან დაკავშირებული გეგმის მოწინააღმდეგე ქვეყნებისთვის ტარიფების დაწესებაზე, შეცდომაა.

მელონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი შეხედულებები -ის პრეზიდენტს გაუზიარა.

„მჯერა, რომ დღეს ახალი სანქციების დაწესება შეცდომა იქნება. რამდენიმე საათის წინ ვესაუბრე დონალდ ტრამპს და ვუთხარი, რასაც ვფიქრობ“, – აღნიშნა იტალიის პრემიერმა.

ცნობისთვის, -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ გრენლანდიაზე უთანხმოების გამო, დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, ნიდერლანდებსა და ფინეთს 10%-იან ტარიფებს უწესებს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, აღნიშნულ ქვეყნებს 2026 წლის 1-ელი თებერვლიდან 10%-იანი ტარიფები დაუწესდებათ, 1-ელი ივნისიდან კი ტარიფები 25%-მდე გაიზრდება და იქამდე იმოქმედებს, სანამ “გრენლანდიის სრულ და მთლიან შესყიდვაზე არ იქნება მიღწეული შეთანხმება”.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)