ირანის უსაფრთხოების ძალებმა ანტისამთავრობო აქციაზე ორსული ქალი, შოლეჰ სოტუდეჰი მოკლეს

ირანის უსაფრთხოების ძალებმა ანტისამთავრობო აქციაზე ორსული ქალი, შოლეჰ სოტუდეჰი მოკლეს. შემთხვევა 2026 წლის 10 იანვრის საღამოს მოხდა. ახალგაზრდა ქალს სამთავრობო ძალებმა ჩაფში გამართული საპროტესტო აქციების დროს ქუჩაში ესროლეს. ინფორმაციას ირანში მომუშავე ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაცია Hengaw ავრცელებს. ინფორმირებული წყაროების ცნობით, ის ასევე ორი მცირეწლოვანი ბავშვის დედა იყო.