ვოლოდიმირ ზელენსკი: თუ რუსეთი განზრახ აჭიანურებს დიპლომატიურ პროცესს, მსოფლიოს პასუხი გადამწყვეტი უნდა იყოს: მეტი დახმარება უკრაინას და მეტი ზეწოლა აგრესორზე

ელექტროენერგეტიკულ სისტემაში სიტუაცია კვლავ რთული რჩება, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა რაც შეიძლება სწრაფად აღვადგინოთ ყველა მომსახურება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, სარემონტო ბრიგადები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ ენერგეტიკის სექტორის აღსადგენად, რომელიც რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად დაზიანდა.

ზელენსკის განცხადებით, რუსებმა წუხელ უკრაინას 200-ზე მეტი დრონით შეუტიეს, თავდასხმა განხორციელდა სუმის, ხარკოვის, დნეპრის, ზაპოროჟიეს, ხმელნიცკის და ოდესის ოლქებზე. დაიღუპა ორი ადამიანი და ათობით დაშავდა.

„რუსებმა მხოლოდ ამ კვირაში 1 300-ზე მეტი დრონი, 1 050-მდე მართვადი საჰაერო ბომბი და სხვადასხვა ტიპის 29 რაკეტა გამოიყენეს. სწორედ ამიტომ, უკრაინას კვლავ სჭირდება მეტი დაცვა – უპირველეს ყოვლისა, მეტი რაკეტა საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის. თუ რუსეთი განზრახ აჭიანურებს დიპლომატიურ პროცესს, მსოფლიოს პასუხი გადამწყვეტი უნდა იყოს: მეტი დახმარება უკრაინას და მეტი ზეწოლა აგრესორზე“, – წერს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – სახეზეა ანექსიის პროცესის ფაქტობრივი გაღრმავება, როცა პირველად ისტორიაში, რუსეთის მოქალაქეა ე. წ. პრეზიდენტობის კანდიდატი – ამ ფონზე სრულიად მიუღებელია მმართველი რეჟიმის ტრადიციული დუმილი

ნორვეგიის საგარეო უწყება – რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეტაპობრივი პოლიტიკური ინტეგრაციისა და მათი სრული ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები შემაშფოთებელია და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს

ირაკლი კობახიძე: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, უზრუნველვყოთ, რომ შედეგები მდგრად, ინკლუზიურ და გრძელვადიან განვითარებაში აისახოს