ფაშისტური დაჯგუფების წევრების არაადამიანური სისასტიკე – პოლიციის ფაილები “შაბათის ეთერში” (ვიდეო)

“შაბათის ეთერმა” მოიპოვა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ 17 წლის მოზადს ყელზე ქამარი გამოაბეს, მუხლებზე დააყენეს და გადაადგილებას აიძულებენ – ვიდეო თბილისში, რამდენიმე კვრის წინ მეტრო “სადგურის მოედნის” მიმდებარე ტერიტორიაზეა გადაღებული.

სამი ნიღბიანი, რომელიც მოზარდის წამებასა და არაადამიანური მოპყრობაში  მონაწილეობენ, გამოძიების ინფორმაციით იმ  ე.წ. ნაცისტური დაჯგუფების წევრები არიან, რომლებიც თბილისში გუშინ დააკავეს.

  • “შაბათის ეთერის” მიერ მოპოვებული პოლიციის ფაილებით ირკვევა, რომ გოგონა რომლის გამოც 17 წლის მოზარდს სცემენ არ არსებობს და ეს სკოლის მოსწვალის წამებისთვის გამოგონილი მოტივია. ყველაფერი კი სოციალურ ქსელში მიწერილი ერთი მესიჯით დაიწყო, როდესაც მას თანატოლი გოგონა შეხვედრას სთხოვდა.

წერეთლის გამზირზე მისული 17 წლის ბიჭი კი  ე.წ. ნაცისტების დაჯგუფების ნიღბიანმა წევრებმა გაიტაცეს, გაძარცვეს და სასტიკად აწამეს. შემდგე მუსიკა ჩაურთეს და უკვე ნაწამებს ცეკვას აიძულებდნენ – თან ემქურებოდნენ, რომ თუ პოლიციში წავიდოდა, მოკლავდნენ.

ეს ამ უმძიმესი დანაშაულის მხოლოდ ერთი ეპიზდია. თბილისში მოქმედი დაჯგუფების წევრებმა იგივე მეთოდებით აწამეს კიდევ ერთი 15 წლის ბიჭი. კადრში ჩანს, რომ სკოლის მოსწავლეს სხვადასხვა ბლაგვი საგნებით შეიარაღებული ბანდა სხეულზე ფეხებით შედგა.

18 ტომიან საქმეში დევს კიდევ ერთი არასრულწოვნის საქმეც, როდესაც სკოლიდან გამოსულ მოზარდს ე.წ. დაჯგუფების წევრები მეტრო მარჯანიშვილზე დახვდნენ. მისი ჩამცულობა არ მოეწონათ და ერთ-ერთ ძველ შენობაში მიიყვანეს, რის შემდეგ მისი წამება დაიწყო. საბოლოოდ სკოლის მოსწავლეს ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს.

ე.წ. ნეიონაცისტების სახელით ცნობილი მოზარდების დაჯგუფების წევრები არიან არასრულწოვანი გოგონებიც. შაბათის ეთერი დღეს ამ  სამქის მხოლოდ ნაწილს ასაჯაროებს. მრავალტომიან საქმეში უმძიმესი დანაშაულის არაერთი ეპიზოდია-ახლა ამ საქმეზე 16 პირია დაკავბული, რომელთაგან 10 არასრულწლოვანია.

ასევე დაგაინტერესებთ