დანიაში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

დანიაში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, – ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კოპენჰაგენში დემონსტრანტები მსვლელობას მართავენ და გრენლანდიაზე კონტროლის დამყარების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გეგმებს აპროტესტებენ.

დემონსტრაცია სახელწოდებით „ხელები შორს გრენლანდიისგან“ დანიის დედაქალაქის მერიის წინ მიმდინარეობს.

დღის ბოლომდე საპროტესტო აქციები დანიის სხვა ქალაქებსა და გრენლანდიაზეც გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე