“ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა” – საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტო, 25-27 იანვარს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
სააგენტოს ცნობით, 25-26 იანვარს საქართველოში შედარებით ცივი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. 27 იანვრიდან კვლავ ნალექიანი ამინდი იქნება.
“ქალაქ თბილისში 25-26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 27 იანვარს თოვლჭყაპია შესაძლებელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -1, -3, დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (, ქობულეთი, ანაკლია, ): 25-26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 27 იანვარს კი იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 25-26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 27 იანვარს კი იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +5, +10 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, , ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 25-26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 27 იანვარს კი მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში -2, +2 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 25-26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 27 იანვარს კი მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში -4, -6 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 25-26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 27 იანვარს კი ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 25-26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 27 იანვარს კი ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო,): 25-26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 27 იანვარს მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში -1, -3 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, , ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 25-26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 27 იანვარს მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში -4, -6 გრადუსი დაფიქსირდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

რეალური პატრიოტიზმი და ქვეყნის ეროვნული ინტერესის დაცვა, ირაკლი კობახიძემ მოახდინა სწორედ იმ პუტინთან, ვისაც წითელ ხალიჩას უგებს ტრამპი და ვისი თანდასწრებითაც გადაბრუნებულ სიტყვას ვერ ბედავს ევრობიუროკრატიის ვერცერთი წარმომადგენელი

პუტინი არ არის იზოლაციაში და ჩვენზე ეს დამოკიდებული არაა, საქართველომ რა ლოგიკით უნდა თქვას უარი იმ ფორუმებზე დასწრებისგან, რომელსაც ყველა ქვეყანა ესწრება რეგიონში – მორიგი ორ დღიანი უაზრო ისტერიკა

არცერთმა მოღალატე და ანგაჟირებულმა ტელევიზიამ არ აღნიშნა პრემიერის სიტყვით გამოსვლისას აქცენტი ოკუპაციაზე პუტინის პირისპირ – მინიმუმ სირცხვილია როდესაც ამის შემდეგ გამარგინალებული აგენტები “ოცნებას” პრორუს პარტიას უწოდებენ

გია აბაშიძე პრემიერის თურქმენეთში ვიზიტზე: ოფიციალური თბილისის სწორი და მოზომილი ამ პოლიტიკის ქვაკუთხედია – პარტნიორობა ყველასთან გარდა რუსეთისა, რომელთანაც დიალოგი აუცილებელია ე.წ. წითელი ხაზების შენარჩუნებით, მშვიდობიანი დეოკუპაციისთვის