: ტრამპიც კი იქ [დავოსის ფორუმი] იქნებაო ისე ამბობთ, გეგონება ტრამპი ის იყოს, ვიღაცა

“ტრამპიც კი იქ [დავოსის ფორუმი] იქნებაო ისე ამბობთ, გეგონება ტრამპი ის იყოს, ვიღაცა […] ვნახოთ, დავოსის შეხვედრასთან დაკავშირებით როგორ იქნება, სიტუაცია როგორ აეწყობა, მაგრამ ვფიქრობ, იმ ინსტიტუტების შეფასებისგან განსხვავებით, რომლებიც საერთაშორისო რეიტინგებს ადგენენ, ევროკავშირის მხრიდან ჩვენს მიმართ პოლიტიკური დამოკიდებულება არ შეცვლილა, საკმაოდ აგრესიულები არიან”. – უთხრა ჟურნალისტებს ივანიშვილის დეპუტატმა, გია ვოლსკიმ.
ივანიშვილის მთავრობა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე არც წელს მიიწვიეს.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი შვეიცარიის ქალაქ დავოსში 19-23 იანვარს გაიმართება და მას -ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც დაესწრება.