გიორგი სიორიძე – შეწყალება იქნება თუ სხვა რამ, არ ვიცი, მაგრამ საერთო მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია, აქციაზე დაკავებულები გარეთ იყვნენ – რაც შეეხება დიალოგს, მოლაპარაკების მაგიდაზე მტრებიც სხდებიან, ოღონდ წინაპირობები უნდა იყოს

რაც შეეხება დიალოგს, მოლაპარაკების მაგიდაზე სხდებიან მტრებიც და ხშირ შემთხვევაში ეს ასე ხდება, ოღონდ ამას უნდა ჰქონდეს წინაპირობები. სინდისის პატიმრების არსებობა ყველაფერს ხაზს უსვამს და თუ ისინი არ იქნებიან, მაშინ ჩვენ უნდა ვისაუბროთ კიდევ სხვა რაღაცაზე, მაგალითად, იმ ქვეყანაში, სადაც არის არადემოკრატიული კანონები, სადაც აუქმებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სადაც ზღუდავენ თავისუფალ მედიას, ქვეყნის ფაქტობრივი მმართველები ლანძღავენ ევროკავშირსა და -ს, ახალისებენ ანტიდასავლურ განწყობებს, რომელიც ყველანაირ ხიდებს წვავს დასავლეთთან – ამ ყველაფრის მოგვარების გარეშე ჩვენ მოლაპარაკების მაგიდაზე საუბარი არ და ვერ გვექნება“,

ამ ადამიანების [აქციებზე დაკავებულები] ფიზიკური თავისუფლება ჩვენთვის, ყველასთვის მნიშვნელოვანია, როგორი ფორმით მოხდება ეს, იქნება შეწყალება თუ სხვა რამ, არ ვიცი, მაგრამ ახლა ჩვენი საერთო ბრძოლის, ჩვენი საერთო ამოცანისა და ჩვენი საერთო მიზნის მიღწევის გზაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები იყვნენ გარეთ, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აქციების ფარგლებში დაკავებული პირების სავარაუდო შეწყალებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

სიორიძის თქმით, შეწყალება ცალმხრივი აქტია და ეს პატიმრების ნებაზე არაა დამოკიდებული, ამასთან, არცერთ პატიმარს არ მიუმართავს მიხეილ ყაველაშვილისთვის შეწყალების თაობაზე, თუმცა, როგორც მან განმარტა, ყველა მათგანი წინააღმდეგობის მოძრაობას ძალიან სჭირდება თავისუფლებაში მყოფი.

„სინდისის პატიმრები არიან უდანაშაულოები. ისინი არიან ივანიშვილის ტყვეობაში იმისთვის, რომ გამოხატეს თავიანთი სწორი სამოქალაქო პოზიცია, პროტესტი სამშობლოს სიყვარულისთვის. ისინი ისჯებიან იმისთვის, რომ იბრძოდნენ ქვეყნის მომავლისთვის და თითოეული ჩვენგანი, ვინც აქტიურად ვიყავით და ვართ ჩაბმული წინააღმდეგობის მოძრაობაში, შეიძლებოდა ვყოფილიყავით მათ ადგილას, ასე რომ, საკითხი ასეთ პრიზმაში უნდა დავინახოთ – ამ ადამიანებს არცერთი დღე არ უნდა მოეხადათ პატიმრობაში, უკანონო იყო მათ მიმართ გამოტანილი განაჩენები.

ამ ადამიანების ფიზიკური თავისუფლება ჩვენთვის ყველასთვის მნიშვნელოვანია. როგორი ფორმით მოხდება ეს, იქნება შეწყალება თუ სხვა რამ, ახლა ჩვენი საერთო ბრძოლის, ჩვენი საერთო ამოცანისა და ჩვენი საერთო მიზნის მიღწევის გზაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები იყვნენ გარეთ.

შეწყალებულის სტატუსი კიდევ სხვა რამ არის, მათ შესაწყალებელი არაფერი არ სჭირთ, მაგრამ თუ დღეს ისინი იქნებიან თავისუფლები, მიუხედავად იმისა, რომ არავის მიუმართავს ყაველაშვილისთვის და არც ამის სურვილი გამოუთქვამთ, თქვენ იცით, რომ ეს ცალმხრივი აქტია და ეს არ არის პატიმრის ნებაზე დამოკიდებული, მე ვფიქრობ, რომ ყველანი გარეთ სჭირდება საზოგადოებას, სჭირდება ჩვენს ბრძოლას იმისთვის, რომ მივაღწიოთ ნორმალურ ქვეყანას“, – განაცხადა სიორიძემ.

კითხვაზე, როგორ ხედავს მათ როლს ის ამ პოლიტიკურ ბრძოლაში და შესაძლებელია თუ არა პატიმრების გამოშვების შემდეგ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის გზები გამოიძებნოს, სიორიძემ უპასუხა, რომ ამ პატიმრებზე დგას პროტესტი და სანამ ისინი პატიმრობაში არიან, მოლაპარაკებაზე საუბარი არ იქნება.

„პოლიტიკური კრიზისის არსებობის ერთ-ერთი მიზეზი არის სინდისის პატიმრების არსებობა, მაგრამ ეს არის მხოლოდ ერთი კომპონენტი და ამის გარეშე პოლიტიკური კრიზისი ვერ განიმუხტება, შეუძლებელია ჩვენ პოლიტიკური კრიზისის დასრულებაზე ვისაუბროთ, თუ კი ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები იქნებიან, თუმცა პოლიტიკური კრიზისი არის იმიტომ, რომ მიტაცებული არის ხელისუფლება, ქვეყანაში არის რეპრესიული პოლიტიკა, თავისუფალ მედიას ზღუდავენ, პარტიების აკრძალვა სურთ, არის ანტი-დემოკრატიული, დრაკონული კანონმდებლობა და ა.შ. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებით პოლიტიკური კრიზისი არ დასრულდება. პოლიტიკური კრიზისის დასრულების გზაზე ჩვენ საბრძოლველი გვაქვს და ბევრი რამ გვაქვს მოსაპოვებელი, ამიტომ ამ ადამიანების კონტრიბუცია არის მნიშვნელოვანი.

არის უცვლელი მოთხოვნა მთელი წინააღმდეგობის მოძრაობის. ახალი საპარლამენტო – ეს მოთხოვნა არავის შეუცვლია.

რაც შეეხება დიალოგს, მოლაპარაკების მაგიდაზე სხდებიან მტრებიც და ხშირ შემთხვევაში ეს ასე ხდება, ოღონდ ამას უნდა ჰქონდეს წინაპირობები. სინდისის პატიმრების არსებობა ყველაფერს ხაზს უსვამს და თუ ისინი არ იქნებიან, მაშინ ჩვენ უნდა ვისაუბროთ კიდევ სხვა რაღაცაზე, მაგალითად, იმ ქვეყანაში, სადაც არის არადემოკრატიული კანონები, სადაც აუქმებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სადაც ზღუდავენ თავისუფალ მედიას, ქვეყნის ფაქტობრივი მმართველები ლანძღავენ ევროკავშირსა და -ს, ახალისებენ ანტიდასავლურ განწყობებს, რომელიც ყველანაირ ხიდებს წვავს დასავლეთთან – ამ ყველაფრის მოგვარების გარეშე ჩვენ მოლაპარაკების მაგიდაზე საუბარი არ და ვერ გვექნება“, – განაცხადა სიორიძემ.