ანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი: კანადა და ჩინეთი ახალ პარტნიორულ ურთიერთობებს ამყარებენ

კანადა და ჩინეთი ახალ პარტნიორულ ურთიერთობებს ამყარებენ, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნი პეკინში ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ეს არის ურთიერთობა, რომელიც თითქმის ათწლეულის განმავლობაში შორეული და გაურკვეველი იყო“, – აღნიშნა კარნიმ.

შეხვედრაზე ორი ლიდერი შეთანხმდა, რომ ჩინეთი კანადურ რაფსის თესლზე ტარიფებს შეამცირებს, ხოლო კანადა თავის ბაზარზე 49 000 ჩინურ ელექტრომობილს დაუშვებს.

მარკ კარნის ვიზიტი ოტავასა და პეკინს შორის თითქმის ათწლეულის განმავლობაში არსებულ დაძაბულ ურთიერთობების მოჰყვა. კანადასა და ჩინეთს შორის ურთიერთობები 2018 წელს დაიძაბა, მას შემდეგ რაც ოტავაში Huawei-ს მაღალი თანამდებობის პირი დააპატიმრეს.

ასევე დაგაინტერესებთ

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: ჩემს გაოგნებას და შიო მესამეს სიბნელეს საზღვარი არ აქვს, ჯვარზე ტანჯულ მაცხოვარს არ დავიწყებია დედა, თავის მოწაფეს ეუბნება, აჰა დედა შენი, ანუ იზრენე დედაჩემზე, როგორც შენს დედაზეო

მთავარეპისკოპოსი იაკობი: გქირაობთ, გირჩევთ, ვინც არ აგვირჩევიხართ, ისინიც ხომ ჩვენმა ერმა უნდა აირჩიოს და ყველა ჭკვიანად იყავით, არჩეულებიც და ვისაც არჩევა გინდათ. ჩვენს მოთმინებასაც საზღვარი აქვს. ეკლესიასაც მოეპყარით წესიერად