-მა ვენესუელასთან კავშირში მყოფი კიდევ ერთი ნავთობტანკერი დააკავა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვენესუელასთან დაკავშირებული კიდევ ერთი ტანკერი დააკავა. სააგენტო Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ -ის ოფიციალურმა პირებმა ხუთშაბათს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვენესუელის ოპოზიციის ლიდერ მარია კორინა მაჩადოს შორის დაგეგმილი შეხვედრის წინ განაცხადეს.

აღნიშნულია, რომ ეს უკვე მეექვსე გემია, რომელსაც ვენესუელური ნავთობი გადაჰქონდა. ოფიციალური წყაროს ცნობით, ტანკერის დაკავება კარიბის ზღვის აუზში მოხდა.

აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხრეთმა სარდლობამ ოპერაცია დაადასტურა და განაცხადა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა მოტორიანი ტანკერი „Veronica“ „ინციდენტების გარეშე“ დააკავეს. მათივე თქმით, „Veronica“ მოქმედებდა „პრეზიდენტ ტრამპის მიერ დაწესებული კარანტინის წინააღმდეგ“, რომელიც სანქციების ქვეშ მყოფ გემებზე ვრცელდება კარიბის ზღვის რეგიონში.

„ვენესუელიდან ექსპორტზე გატანილი ერთადერთი ნავთობი იქნება ის, რომელიც სათანადოდ და კანონიერად იქნება კოორდინირებული“, — ნათქვამია აშშ-ის სამხრეთი სარდლობის განცხადებაში.