ლინდსი გრემი: აიათოლას რეჟიმს ამერიკული სისხლი აქვს ხელებზე. ისინი ადამიანებს ქუჩებში ხოცავენ

„ყველა ის სათაური, რომელიც ამტკიცებს, თითქოს ჩვენი არაბი მოკავშირეები ირანის სასარგებლოდ ჩაერივნენ, რათა პრეზიდენტ ტრამპს გადამწყვეტი სამხედრო მოქმედება აერიდებინა, უკიდურესად შემაშფოთებელია.
აიათოლას რეჟიმს ამერიკული სისხლი აქვს ხელებზე. ისინი ადამიანებს ქუჩებში ხოცავენ.
თუ სიმართლეა, რომ არაბული პოზიცია ასეთია — ‘ირანის წინააღმდეგ მოქმედება საჭირო არ არის’ — მაშინ, არსებული უღირსი და მასშტაბური მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვის ფონზე, მე იძულებული ვიქნები სერიოზულად გადავხედო ალიანსების ბუნებას, როგორც აწმყოში, ისე მომავალში.“ – წერს გავლენიანანი რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი.