მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანში მიმდინარე პროტესტში ჩარევა დააანონსა, დიდ ბრიტანეთს ახლო აღმოსავლეთიდან, მათ შორის კატარში ამერიკული ბაზიდან სამხედრო პერსონალი გაჰყავს. ამის შესახებ ინფორმაციას The telegraph-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სამეფო საჰაერო ძალების ტანკერი დღეს დილით კვიპროსიდან კატარის ბაზაზე გაფრინდა და ამჟამად კვიპროსში ბრუნდება.
აღნიშნული ნაბიჯი მოჰყვა ცნობებს, რომ ირანზე დარტყმები შესაძლოა მომდევნო 24 საათის განმავლობაში განხორციელდეს.
ოპერაციული უსაფრთხოების გამო, ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს ბაზირებისა და განლაგების დეტალებზე.
დიდი ბრიტანეთი ყოველთვის იღებს სიფრთხილის ზომებს ჩვენი პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, პერსონალის გაყვანას,” – განაცხადა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.




