ზურაბ ფარჯიანი: ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი 75 ქვეყნისთვის ვიზის გაცემის ყველა განცხადების დამუშავებას აჩერებს… სიაშია საქართველოც. სამწუხაროდ

ყოფილი დიპლომატი ზურაბ ფარჯიანი:
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი 75 ქვეყნისთვის ვიზის გაცემის ყველა განცხადების დამუშავებას აჩერებს, რათა გააკონტროლოს განმცხადებლები, რომლებიც შესაძლოა “საზოგადოებრივ ტვირთად” იქცნენ.
სახელმწიფო დეპარტამენტი საკონსულოს თანამშრომლებს ავალებს, უარი უთხრან ვიზების გაცემაზე განმცხადებლებს, სანამ დეპარტამენტი შეიმუშავებს შემოწმების პროცედურების სტანდარტებს.
ამ ქვეყნებს შორისაა: სომალი, , ავღანეთი, ბრაზილია, ირანი, ერაყი, ეგვიპტე, ნიგერია, ტაილანდი, იემენი და სხვა.
ეს წესი 21 იანვრიდან შედის ძალაში.
სიაშია საქართველოც. სამწუხაროდ.
ეს საკითხი არაა შუაში “ქოცნებასთან” – ამერიკის შიდა და გარე პოლიტიკის ცვლილების ნაწილია.
ცნობისათვის, გავრცელდა ქვეყნების სია: