უკრაინის უმაღლესმა რადამ თავდაცვის მინისტრის პოსტზე მიხაილო ფედოროვი დაამტკიცა. ფედოროვი ამ დრომდე პირველი ვიცეპრემიერისა და ციფრული ტრანსფორმაციების მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
ფედოროვმა ამ თანამდებობაზე ჩაანაცვლა დენის შმიჰალი, რომელიც ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე გადაიყვანეს.
როგორც ფედოროვმა რადის წინაშე, სიტყვით გამოსვლისას თქვა, არსებობს რიგი პრობლემები, რომლებიც სამხედროებს ეფექტიან მოქმედებაში ხელს უშლის.
“ჩვენი მიზანია სისტემის ცვლილება – არმიის რეფორმის გატარება, ფრონტზე ინფრასტრუქტურის განვითარება, ტყუილისა და კორუფციის აღმოფხვრა, ლიდერობისა და ნდობის ახალ კულტურად ჩამოყალიბება.” – თქვა ფედოროვმა.




