60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზებისა და ფიტნეს დარბაზების მომსახურების დაფინანსების პროგრამა გრძელდება

60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზებისა და ფიტნეს დარბაზების მომსახურების დაფინანსების პროგრამა მიმდინარე წელსაც გაგრძელდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ წერს.
ამ ეტაპზე, სპორტული სერვისებით ერთდროულად 400-ზე მეტი მოქალაქე სარგებლობს და სპორტულ მიმართულებებში, ჯამში, 1000-ზე მეტი ბენეფიციარია ჩართული.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერია 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზებისა და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას აფინანსებს. აღნიშნული პროგრამით სარგებლობენ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირები. მათ პროგრამაში ჩართვის შემდეგ უფინანსდებათ აუზზე ცურვის ან/და ფიტნეს დარბაზის 1-საათიანი ხანგრძლივობის მომსახურება. მომსახურება მოიცავს თვეში არაუმეტეს 9 ვიზიტს.

ასევე დაგაინტერესებთ