ისტორიკოსი, პროფესორი ბექა კობახიძე:
ამასწინათ დავწერე, ჩრდ. კორეის რეჟიმის მოშორების საუკეთესო და ფაქტობრივად ერთადერთი შანსი იყო 1994 წელს. ყველა პირობა და გარემოება იყო შექმნილი ამისთვის, მაგრამ მაშინ “იზარმაცეს”. იფიქრეს, რომ ასე დასუსტებული ჩრდ. კორეა კონტროლირებადი საფრთხე იყო. აქედან წამოდგა ჩრდ. კორეა, მის მოსახმარებლად წამოდგა რუსეთიც, დიდ ძალად ჩამოყალიბდა ჩინეთი, ჩრდ. კორეამ შექმნა ბირთვული იარაღი და დიდ სტრატეგიულ დაპირისპირებაში, რომელიც გარდუვალი ჩანს წყნარი ოკეანის აუზში, ჩრდ. კორეას ბევრად მეტი მსხვერპლის გამოწვევა შეუძლია, ვიდრე ამას 1994 წელს მოახერხებდა. ახლაც არაა გაანალიზებული ხელიდან გაშვებული შესაძლებლობის მნიშვნელობა. სრულად მხოლოდ მას შემდეგ გაანალიზებენ, და ამაზე უკვე ისტორიკოსები დაწერენ, როცა ჩინეთის მხარეს მყოფი ჩრდ. კორეა სროლას დაიწყებს.
ახლა ირანში ის მომენტუმია, რაც ჩრდ. კორეაში იყო 1994 წელს. რეჟიმი 1979 წლის შემდეგ ასეთი სუსტი არასდროს ყოფილა. ამ მომენტუმის ხელიდან გაშვებას ისტორია არავის აპატიებს.
ამ მასშტაბებს რას შევედრებით, მაგრამ რადგან ჩვენ ჩვენი გვტკივა, ჩვენი მომენტუმი იყო 2023 წლის მარტი, როდესაც პაციფისტები აქადაგდნენ, რომ “მოვლენები კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნდა და ხეს ფოთოლი არ უნდა ჩამოვარდეს.”
ჟანრის კანონია, როდესაც რეჟიმს ეგზისტენციური საფრთხე დაუდგება, თუ იმ მომენტში გადარჩა, ბევრად გაძლიერებული და რეაქციული ბრუნდება.
მესმის, მესმის სანატრელი
ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა!
სიმართლის ხმა ქვეყნადა ჰქუხს
დასათრგუნვლად მონობისა.
აღმიტაცებს ხოლმე ის ხმა
და აღმიგზნებს იმედს გულში…
ღმერთო, ღმერთო! ეს ხმა ტკბილი
გამაგონე ჩემს მამულში!




