ქეთი მოლაშვილი: რა საერთო აქვს ამ ორ ახალგაზრდას და ორივე თავისუფლებისთვის იბრძოდა

სამოქალაქო აქტივისტი ქეთი მოლაშვილი:
რა საერთო აქვს ამ ორ ახალგაზრდას და ორივე თავისუფლებისთვის იბრძოდა.
ორივე რეჟიმს ებრძოდა..
ერთი საბჭოთა კავშირმა დახვრიტა საქართველოში,
მეორეს ხვალ ჩამოახრჩობენ ირანში.
რა საერთო აქვს რეჟიმებს და
BBC-მ დღეს დაადასტურა, რომ
ირანის ერთ-ერთ საავადმყოფოში,
7000$ სთხოვდნენ ოჯახებს,
გარდაცვლილთა სხეულები სახლში რომ წაეღოთ.
შეიძლება ახალგაზრდებმა არ იცოდნენ
და მინდა ვუთხრა,
რომ ზოგადად რეჟიმები ერთმანეთს ბევრ რამეში ჰგვანან,
საბჭოთა რეპრესიების პერიოდში,
ათიათასობით ადამიანს რომ ხვრეტდნენ,
ოჯახებს ახდევინებდნენ იმ ტყვიის გადასახადს, რომელი ტყვიითაც ხვრეტდნენ დედებს, შვილებს, მამებს..
ტყვიის გადასახადის გარდა, ასევე ახდევინებდნენ
გამოძიების,
დაპატიმრებისა
და
ტრანსპორტირების
გადასახადებს,
ზოგჯერ დაკრძალვის გადასახადსაც კი.
წარმოგიდგენიათ?!
ოჯახს იმ ტყვიის გადასახადს ახდევინებდნენ,
რითიც შვილებს უკლავდნენ.
შეგახსენებთ, დაახლოებით 15 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა საბჭოთა რეპრესიებს,
გადასახლებას,
დახვრეტას,
გულაგებში ცხოვრებას,
ციხეებში შიმშილით გარდაცვალებას,
კიდევ იმას შეგახსენებთ,
ცოტა ხნის წინ,
შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირი
აი ამ საბჭოთა კავშირს შეადარა,
ზემოთ ორიოდ სიტყვით რომ აღვწერე.
ის ევროკავშირი შეადარა,
რომელიც საერთოდაც ეკონომიკური კეთილდღეობისთვის შეიქმნა
და არა პოლიტიკური,
სადაც ომი არასოდეს ყოფილა
და
იმ საბჭოთა კავშირს შეადარა,
რომელმაც მილიონობით ადამიანი მოკლა,
მხოლოდ იმიტომ შეადარა, რომ თავი გადაირჩინონ
და ევროკავშირისგან მონსტრი შექმნან,
რომ ვითომ ცუდია.
გეგა კობახიძეს ამბავს, ასე დავასრულებ:
“ბოლოს გეგაც იმ ოთახში შეიყვანეს სადაც მას თავისი განაჩენი ელოდა.
ჯალათმა, რომელიც გეგას ელოდებოდა, ინსტრუქციის თანახმად,
უკნიდან ესროლა სიკვდილმისჯილს, მაგრამ ტყვია არ გავარდა.
გეგა კი,
ჯალათისაკენ შემოტრიალდა და ღიმილით უთხრა:
– ადრე ხალხის დახოცვა მაინც შეგეძლოთ, ახლა ეგეც აღარ შეგიძლიათ.
მკვლელმა მეორედ გაისროლა და უცებ ყველაფერი დამთავრდა…
რამდენიმე დღეში სიკვდილმისჯილის ოჯახებს ქვითრები მიუტანეს და ოფიციალურად გადაახდევინეს მათი შვილების მოკვლისათვის დახარჯული ტყვიების საფასური.
თითო ტყვიის საფასური, სამი მანეთი იყო, მაგრამ გეგას დედას ექვსი მანეთი გადაახდევინეს:
– იმ პირველი, გაჭედილი ტყვიისთვისაც, რომელიც არ გავარდა.
მათ, კი ვინც დახვრეტებს უშუალოდ ასრულებდა, ყოველ მოკლულ პატიმარზე თოთხმეტ მანეთს უხდიდნენ.
– იქ, სადაც ადამიანის სიკვდილი თოთხმეტი მანეთი ღირდა, ადამიანის სიცოცხლეს რა ფასი ექნებოდა.”
“ჯინსების თაობა” 📚
ჰო, გეგას ამბავი ასე დასრულდა,
იმედია ერფანის ამბავი ასე ტრაგიკულად არ დასრულდება,
ხვალ რაღაც სასწაულებრივად გადარჩება
და
ასე გვემახსოვრება:
‘ბიჭი, რომელიც გადარჩა'.