რუსეთის მტკიცებით, ჩამოვარდნილი Ил-76-ის ბორტზე 65 უკრაინელი ტყვე იმყოფებოდა

რუსეთის თავადცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდნილი Ил-76-ის ბორტზე იმყოფებოდა 65 უკრაინელი ტყვე, რომლებიც გასაცვლელად მიჰყავდათ.
ს თავდაცვის უწყების ცნობით, მთლიანობაში თვითმფრინავში 74 ადამიანი იმყოფებოდა.
“მოსკოვის დროით დაახლოებით 11:00-ზე დაგეგმილი ფრენის შესრულების დროს ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდა თვითმფრინავი Ил-76. ბორტზე იმყოფებოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების 65 ტყვე სამხედრო მოსამსახურე, ეკიპაჟის 6 წევრი და 3 გამცილებელი”. – საუბარია რუსეთუს სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიისთვის მიცემულ კომენტარში.
პარალელურად, უკრაინულ მედიასთან საუბარში უკრაინის შეიარაღებული ძალები ირწმუნებიან, რომ თვითმფრინავს С-300-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის რაკეტები გადაჰქონდა. ასევე, რბკ-ს ცნობით, მათთან სამხედრო წყარომ თქვა, რომ თვითმფრინავი უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდო.