Axios – სტივ უიტკოფი ირანის ყოფილი შაჰის ვაჟს რეზა ფაჰლევს ფარულად შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ირანის ყოფილი შაჰის ვაჟს რეზა ფაჰლევს ფარულად შეხვდა,- ამის შესახებ გამოცემა Axios-ი აშშ-ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ცნობით, შეხვედრა ირანში მიმდინარე პროტესტს შეეხებოდა და პროტესტის დაწყებიდან ეს იყო პირველი ოფიციალური შეხვედრა ირანის ოპიზიციასა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის.

ასევე, Axios-ი წერს, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ფეჰლავი ტრამპის ადმინისტრაციას საპროტესტო აქციების მხარდასაჭერად ჩარევისკენ მოუწოდებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – ახლად ჩამოსული დიპლომატები ხედავენ, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება მათ, ვინც პროტესტი გამოხატა, რის გამოც ცდილობენ, მოერგონ სიტუაციას და ფრთხილად იმოქმედონ – მოსახლეობას სჭირდება დაინახოს, რომ ქვეყანაში მტკიცე, ევროპული ხმა ისმის

ზენონ იარაჯული: უთანასწორო ომში მყოფი ხალხი გვეუბნება, რომ ჩვენი ტკივილი ახსოვთ. აი, ის, რაც მეგობრობაზე მეტია: ძმობა, რომელიც ეროვნულ საზღვრებს სცდება და ჭირში ერთმანეთის დახმარებით მტკიცდება