“კერძო გამსესხებლებმა იპოვეს გამოსავალი” – ფინანსურად დამანგრეველი პირობები – გიორგი კეპულაძე

„საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი, გიორგი კეპულაძე:
2018 წლიდან საქართველოში კერძო გამსესხებლებს საკმაოდ მკაცრი რეგულაციები დაუწესეს:
თუმცა შემდეგ მოხდა ის, რაც ხშირად ხდება. რეგულაციებმა ვერ იმუშავა და კერძო გამსესხებლებმა იპოვეს გამოსავალი. ისინი იპოთეკის ნაცვლად აფორმებენ „ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით“ ხელშეკრულებებს, რაც ნიშნავს, რომ მსესხებელი სესხის სანაცვლოდ ავტომატურად უფორმებს უძრავ ქონებას გამსესხებელს და ხელს აწერს ისეთ პირობებზე, რომელიც მისთვის შეიძლება ფინანსურად დამანგრეველი აღმოჩნდეს.
ფოტოზე წერილია, რომელიც ჩვენი ორგანიზაციის პარტნიორს, იურისტ დავით კლდიაშვილს ნოტარიუსთა პალატიდან მისი განცხადების საპასუხოდ მიწერეს.
ანუ ფიზიკურ პირებს შორის იპოთეკის ხელშეკრულების აკრძალვიდან შემდგომ 2.5 წელში, წინა 2.5 წელთან შედარებით თითქმის 8-ჯერ გაიზარდა „ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით“ ხელშეკრულებების რაოდენობა. 1465 vs 11132.
გამოსავალი მხოლოდ რეგულაციების გამკაცრებაში არ არის. გამოსავალია სიღარიბის სწრაფ დაძლევაში და ადამიანების ინფორმირებაში, რომ არ დათანხმდნენ ისეთ პირობებს, რომელსაც დიდი ალბათობით ვერ შეასრულებენ

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – ჩვენი შვილების თაობა ნარკომანიამ წალეკა – ივანიშვილი, რომელსაც ქართველად მოაქვს თავი, კახელებს ელაპარაკება აღა-მაჰმად-ხანზე, 3 თუ 4 წლის წინ აქ მარიხუანას პლანტაციების კანონი შემოჰქონდა

მამუკა ხაზარაძე – როდესაც კარებს გიხურავენ ამერიკისა და ევროპის – სტრატეგიული პარტნიორების არენაზე, ქვეყანას წინ ვერ წაიყვან – ოთხ კვირაში ივანიშვილის და რუსული ოცნების ეპოპეა დამთავრდება