ბელგოროდში რუსული სამხედრო „ილ-76“ ჩამოვარდა, დაიღუპა 63-ზე მეტი მგზავრი

რუსული სამხედრო თვითმფრინავი „ილ-76“ ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდა, იტყობინება „მედუზა“. ადგილობრივი ტელეგრამ-არხების ცნობით, წინასწარი ინფორმაციით ხომალდზე 74 ადამიანი იყო და ყველა მათგანი დაიღუპა. მოგვიანებით რუსულმა სამთავრობო მედიამ, „რია ნოვოსტიმ“ განაცხადა, რომ დაღუპულთა შორის 65 უკრაინელი ტყვე იყო.
თვითმფრინავის ჩამოვარდნას ადასტურებს ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვიც. მისი თქმით, ადგილზე მუშაობენ გამომძიებლები და მაშველები. იგი აღნიშნავს, რომ დეტალებს საზოგადოებას მოგვიანებით მიაწვდის.
თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ პირველი ცნობების გამოქვეყნებამდე ერთი საათით ადრე ბელგოროდის მაცხოვრებლებს მიუვიდათ შეტყობინება სარაკეტო საფრთხეზე – მათ უსაფრთხო ადგილის მონახვა და ფანჯრებისგან შორს ყოფნა ურჩიეს. განგაში დაახლოებით ნახევარ საათში გაუქმდა.
ეს სატვირთო-სამხედრო თვითმფრინავ „ილ-76“-ის ჩამოვარდნის პირველი შემთხვევაა არაა. ცოტა ხნის წინ, უკრაინულმა ძალებმა ამავე ტიპის თვითმფრინავი, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 50 მილიონ დოლარს შეადგენს, აზოვის ზღვის თავზე ჩამოაგდეს. ამ ეტაპზე უცნობია, ბელგოროდში „ილ-76“-ის ჩამოვარდნა უკრაინელთა მოქმედების, თუ სხვა მიზეზის შედეგი გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად