პრემიერ-მინისტრმა აბუ-დაბის პორტების ჯგუფის რეგიონულ აღმასრულებელ დირექტორთან სტრატეგიულ ლოგისტიკურ-სატრანსპორტო პროექტებში თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განიხილა

პრემიერ-მინისტრმა აბუ-დაბის პორტების ჯგუფის რეგიონულ აღმასრულებელ დირექტორთან სტრატეგიულ ლოგისტიკურ-სატრანსპორტო პროექტებში თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განიხილა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აბუ-დაბის პორტების ჯგუფის რეგიონულ აღმასრულებელ დირექტორ აბდულაზიზ ზაიედ ალ შამსის შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო შუა დერეფნის სატრანსპორტო-ლოგისტიკური მარშრუტის მნიშვნელობას და ამ კუთხით თბილისის მშრალი პორტის პროექტის როლს, რომელიც აბუ-დაბის პორტების ჯგუფის ინვესტიციით განხორციელდა.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა თანამშრომლობის შემდგომი გაფართოებისთვის, მათ შორის სტრატეგიულ ლოგისტიკურ-სატრანსპორტო პროექტებში.
აღინიშნა, რომ წარმატებული პარტნიორობის მაგალითია თბილისის მშრალი პორტი, რომელმაც ფუნქციონირება გასულ წელს დაიწყო და შუა დერეფნის საშუალებით, დასავლეთ აზიის წარმოების ცენტრებს აღმოსავლეთ ევროპის სამომხმარებლო ბაზრებთან საქართველოს, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და ყაზახეთის როგორც საზღვაო, ისე მშრალი პორტების ქსელის გამოყენებით აკავშირებს.
აბუ-დაბის პორტების ჯგუფი თბილისის მშრალი პორტის 60%-იანი წილის მფლობელი და მთავარი პარტნიორია, რომელიც ახალ ლოგისტიკურ ცენტრს მართავს. კომპანიამ თბილისის მშრალი პორტის პროექტში ამ ეტაპისთვის 16 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, რომლის მოცულობა პროექტის განვითარებასთან ერთად გაიზრდება.
აბუ-დაბის პორტების ჯგუფი საზღვაო და ლოგისტიკურ სფეროში უმსხვილესი მოთამაშეა, რომელიც მსოფლიო კლასის პორტებს, ლოგისტიკურ ცენტრებს და ინდუსტრიულ ზონებს მართავს. კომპანია ახლო აღმოსავლეთში, ევროპაში, აზიასა და აფრიკაში ოპერირებს და 6 ათასზე მეტი თანამშრომელი ჰყავს.
შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია

გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირ-სომხეთის სამიტზე: ევროკავშირისთვის და ბევრი სხვა ქვეყნისთვის საქართველო არის შუა დერეფანში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი და შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფაქტორი იქნება გათვალისწინებული და რა თქმა უნდა, ამ თემაზე იქნება მსჯელობა