„არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტისას გაფორმებულ მემორანდუმებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციისთვის“

„არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტისას გაფორმებულ მემორანდუმებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციისთვის“
იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ქართული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შესახებ ისაუბრა.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ვიზიტის მიზანი მდგრადი განვითარების სამიტში მონაწილეობაა, პარალელურად კი, დაგეგმილია არაერთი შეხვედრა და ორი მემორანდუმის გაფორმება, რომლებსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციისათვის:
„დღეს მოეწერება ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს უდიდეს კომპანიასთან „PRYPCO TECHNOLOGIES“, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამშენებლო კომპანიის შვილობილი კომპანიაა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში და რომლის ძირითადი მიმართულება არის უძრავი ქონების გაციფრულება – ტოკენიზაცია… ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს მეტი ინვესტორის მოზიდვას საქართველოში, გახსნის ქართული უძრავი ქონების ბაზარს უცხოელი ინვესტორებისთვის და, რაც მთავარია, ტექნოლოგია, რომელიც ამ მემორანდუმის განხორციელების ეტაპზე დაინერგება საქართველოში, დამყარებული იქნება ბლოქჩეინზე, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ტრანზაქციების გამჭვირვალობას და მათ სანდოობას“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
პაატა სალიამ ისაუბრა მემორანდუმის შესახებაც არაბეთის გაერთიანებული საამიროების მრეწველობისა და მოწინავე ტექნოლოგიების სამინისტროსთან, რომელსაც ხელს მოაწერენ საქართველოს იუსტიციისა და ეკონომიკის მინისტრები:
„მემორანდუმი გულისხმობს ციფრული ტექნოლოგიების დანერგვას საჯარო მმართველობაში, ასევე, ისეთი საინტერესო და ინოვაციური პროექტების განხორციელებას, როგორიცაა, მაგალითად, სმარტ ქალაქები“.
პაატა სალიამ აღნიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრაა დაგეგმილი არაბეთის გაერთიანებული საამიროების მსხვილ სამრეწველო კომპანიებთან, რომლებზედაც განიხილება მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები