პაატა სალია: საქართველოში კანონი უზენაესია თითოეული მოქალაქის მიმართ

მოხდა შეთანხმება ბრალდებულსა და სახელმწიფოს შორის, მას ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო ფაქტია, თუმცა მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ საქართველოში კანონი უზენაესია თითოეული მოქალაქის მიმართ, არ აქვს მნიშვნელობა, რა თანამდებობის პირია, უბრალო მოქალაქეა, თუ პრემიერმინისტრი. ნებისმიერ პირს ევალება კანონის დაცვა და დღეს ჩვენ ამას ვხედავთ. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, კანონი უნდა აღსრულდეს, რადგან დანაშაული ჩადენილია. ვინც არ უნდა იყოს დანაშაულის ჩამდენი, კანონი უნდა აღსრულდეს“ [საზოგადოებრივი მაუწყებელი] | თქვა ღარიბაშვილის დაკავებასა და მისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯაზე, იუსტიციის მინისტრის პოსტზე მყოფმა პაატა სალიამ
🔻 ირაკლი ღარიბაშვილს საპროცესო შეთანხმებით 5-წლიანი პატიმრობა განესაზღვრა. პატიმრობასთან ერთად 1 მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა და ჩხრეკის დროს ამოღებული ნაღდი ფულიც ჩამოერთვა

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს