ერთი წლის წინ, საქართველოს რეჟიმმა მზია ამაღლობელი დააპატიმრა. მისი სიმამაცე წინააღმდეგობის სიმბოლოა იმ ერისთვის, რომელიც კვლავ აპროტესტებს უსამართლობას, – ამის შესახებ ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, მზია ამაღლობელი, რომელიც ევროპარლამენტმა სახაროვის პრემიით დააჯილდოვა, სიმართლისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის განსახიერებაა.
„მზია ამაღლობელი, რომელიც ევროპარლამენტმა სახაროვის პრემიით დააჯილდოვა, სიმართლისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის განსახიერებაა. ევროპა ქართველი ხალხის გვერდით დგას!“- წერს ევროპარლამენტარი.




