მედია: ოზურგეთში სუს-ის თანამშრომელს სცემეს – რა ჩანს -ს ვერსიით?

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოზურგეთში 2 არასრულწლოვანს შორის ფიზიკური დაპირისპირების დროს ერთ-ერთის ბიძია, სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელი სცემეს. მას თავის არეში მიყენებული აქვს ნახეთქი დაზიანება.სუსის თანამშრომელი თავის არასრულწლოვან დისშვილთან ერთად, რომელსაც ასევე აქვს დაზიანებები, საავადმყოფოში მოათავსეს.

„საქმეზე გამოკითხული მოწმეების ჩვენებების მიხედვით, რასაც დეტალური სიზუსტით ადასტურებს ვიდეოკამერების სხვადასხვა რაკურსის ჩანაწერები, დაზარალებულმა პირმა [სუსის თანამშრომელი] მისთვის სახის არეში მიყენებული დარტყმის შემდგომ, ფიზიკური დაპირისპირებისას, თავდაცვის მიზნით ამოიღო თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღი, თუმცა არ გამოიყენა მიუხედავად იმისა, რომ მასზე რამდენიმე ადამიანის მხრიდან თავდასხმა გრძელდებოდა. მას აღნიშნული იარაღი წაართვა ინციდენტში მონაწილე მეორე მხარის წარმომადგენელმა – მეორე არასრულწლოვანის ბიძამ, რომელმაც მოგვიანებით, ცეცხლსასროლი იარაღი თავად წარმოუდგინა გამოძიებას.

ინციდენტიდან რამდენიმე საათში, მეორე არასრულწლოვანის ბაბუა, რომელიც ასევე მონაწილეობდა მომხდარ დაპირისპირებაში, მის საცხოვრებელ სახლში გახდა ცუდად და საავადმყოფოში მიყვანამდე, გულის შეტევით გარდაიცვალა.

გამოძიების დასრულებამდე სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილია კადრების განკარგულებაში,“ – აღნიშნულია -ს მიერ დღეს, 12 იანვარს გავრცელებულ ინფორმაციაში.