“ძალა, რომელიც 12 წელია ხელისუფლებაშია, კვლავ ხალხის დაგეშვით, დაშინებით, დაფრთხობითაა დაკავებული” – პაატა მანჯგალაძე “ხალხის ძალის” წერილზე

“ხალხის ძალის” წერილს გამოეხმაურნენ იმ პარტიებში, რომელთა გასამართლებაც მოძრაობამ მოითხოვა. “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი, მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი მეორეხარისხოვან საკითხებზე ყურადღების გადატანას ემსახურება.
“ნაცვლად იმისა, რომ თავის გაკეთებულ საქმეებზე ილაპარაკოს ძალამ, რომელიც 12 წელია ხელისუფლებაშია, კვლავ ხალხის დაგეშვით, დაშინებით, დაფრთხობითაა დაკავებული. ამათი მიზანია, გადაგვიტანონ ყურადღება ამაზე, ავყვეთ, მე ის ვუთხრა, იმან ის მითხრას და ა.შ. არ გვაინტერესებს ეს ხალხი, ეს ხალხი არიან ლუსტრირებულები, ჩვენ მათ ამ დღის წესრიგის შექმნაში არ მივეხმარებით,”- აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით, რაც ხაზგასმულია “ხალხის ძალის” წერილში, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ერთიანობაზე კონსულტაციები მართლაც მიმდინარეობს და ეს თავიდანვე გაცხადებული იყო.
“ჩვენ გვაქვს ერთობა “დროასთან” და განცხადებული გვაქვს, რომ არჩევნებზე ერთად გასვლას ვაპირებთ. რიგ პარტიებთან გვაქვს გარკვეული კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, რომ “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” მიღმა შეიქმნას ძლიერი ცენტრი.
გვარამიასთან მქონია კომუნიკაცია, ხოლო მელიას გაცხადებული პოლიტიკაა, ჯერჯერობით, რაც მე მოვისმინე მისი წარმომადგენლებისგან, რომ ისინი ჯერ საკუთარი პარტიის შექმნით არიან დაკავებულები და მერე იფიქრებენ შემდეგ ნაბიჯებზე,” – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სამი წლის თავზე კარებზე ზარი იყო და გავაღე კარი და მაწვდიან ფურცელს. ეს როინ შავაძის ოჯახიაო? კითქო. მას დაკითხვაზე იბარებენო. წარმოიდგინეთ რამდენად გვამცირებდნენ და რა დღეში გვაგდებდნენ?! ვკიოდი კაცს მიაკითხეთ სასაფლაოზე და გამოგყვებათ მეთქი

როინ შავაძის მეუღლე ციცინო შავაძე: 14 აგვისტოს დაბრუნდა სახლში. ძალიან სხვანაირი, შეცვლილი. მეგონა, რომ ჩემი მეუღლე აღარ იყო ისეთი, როგორიც წავიდა სახლიდან. დაღლილი, უცხო ადამიანივით, სულ სხვანაირად გამოიყურებოდა

ისიც კი შეეშინდათ, რომ მიცვალებულისთვის საფლავი გაეთხარა ვინმეს. ყველა უარს გვეუბნებოდა. აფრთხილებდნენ, რომ ახლოს არავინ მოგვკარებოდა ჩვენ. ოჯახმა ახლობლების დახმარებით გავთხარეთ საფლავი – ციცინო შავაძე