ლევან დონაძე „კარატე 1 – სერია A“-ს ბრინჯაოს პრიზიორი გახდა

საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით „თბილისი არენაზე“ „კარატე 1 – სერია A“ მიმდინარეობს. ტურნირზე ქართველმა კარატისტმა ლევან დონაძემ (60 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელი ასლან დოსტუევი დაამარცხა.
პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირს საქართველო ზედიზედ მეორედ მასპინძლობს. ტურნირში 77 ქვეყნის 1267 სპორტსმენი მონაწილეობს, ეროვნული ნაკრები კი 13 სპორტსმენითაა წარმოდგენილი. „კარატე 1 სერია – A“ 11 იანვარს დასრულდება.
თბილისმა „კარატე 1 – სერია A“-ს პირველად 2025 წელს უმასპინძლა და ზედიზედ მესამედ 2027 წელსაც უმასპინძლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უსუსურმა, არაფრისმაქნისმა „ოცნებამ“ ვერ განჭვრიტა, რომ „ინტერ რაოს“ ადრე თუ გვიან ევროკავშირი დაასანქცირებდა – 4 წელზე მეტი ჰქონდათ, რომ შეეზღუდათ ის თბილისის ელექტრომომარაგების ბაზარზე, მათ არ გააკეთეს!

ვანო წერეთელი – ვიღაც ქუჩის ბიჭს ჰგონია, რომ ძალა და კუნთები აქვს და სხვას მოერევა, მაგრამ რატომ ფიქრობს, რომ თუ შეურაცხყოფას მოგვაყენებენ, სამაგიეროს არ მიიღებენ? ვიღაცას მუშტს თუ მოუღერებენ, ეს უპასუხოდ არ დარჩება!