ფრიდრიხ მერცი – უმკაცრესად ვგმობთ ძალადობას, რომელსაც ირანის ხელმძღვანელობა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ახორციელებს – ეს უნდა დასრულდეს

გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, გერმანია ირანში საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობას გმობს.
მისი თქმით, ირანის ხელისუფლების რეაგირება არაპროპორციული და სასტიკია.
„მოვუწოდებ ირანის ხელმძღვანელობას, დაიცვას თავისი მოსახლეობა ნაცვლად დაშინებისა“, – განაცხადა კანცლერმა ინდოეთში ვიზიტის დროს.
მისი თქმით, ირანში მიმდინარე ძალადობა უნდა დასრულდეს.
„უმკაცრესად ვგმობთ ძალადობას, რომელსაც ირანის ხელმძღვანელობა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ახორციელებს. ეს ძალადობა უნდა დასრულდეს“, – აღნიშნა მერცმა.
გერმანიის კანცლერმა შეაქო მომიტინგეების გამბედაობა და აღნიშნა, რომ მათი უფლებაა მშვიდობიანად გამოხატონ პროტესტი თავისუფლებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უსუსურმა, არაფრისმაქნისმა „ოცნებამ“ ვერ განჭვრიტა, რომ „ინტერ რაოს“ ადრე თუ გვიან ევროკავშირი დაასანქცირებდა – 4 წელზე მეტი ჰქონდათ, რომ შეეზღუდათ ის თბილისის ელექტრომომარაგების ბაზარზე, მათ არ გააკეთეს!

ვანო წერეთელი – ვიღაც ქუჩის ბიჭს ჰგონია, რომ ძალა და კუნთები აქვს და სხვას მოერევა, მაგრამ რატომ ფიქრობს, რომ თუ შეურაცხყოფას მოგვაყენებენ, სამაგიეროს არ მიიღებენ? ვიღაცას მუშტს თუ მოუღერებენ, ეს უპასუხოდ არ დარჩება!