“ნაციონალური მოძრაობა” პროკურატურას სავარაუდო კორუფციული გარიგების გამოძიებას სთხოვს. საუბარია ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის, მეჯინისწყლის მონაკვეთზე, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები, თავდაპირველი შეთანხმებით, 2023 წლის თებერვალში უნდა დასრულებულიყო.
გზაზე განსაკუთრებით რთული ვითარებაა უამინდობისა და წვიმის დროს. რეაბილიტაციისათვის ბიუჯეტიდან 19 მილიონი ლარი გამოიყო, საიდანაც 14 მილიონი უკვე დახარჯულია.
“ამ გზის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 2023 წლის თებერვალში, რამდენჯერმე შემდეგ გადაიწია ვადა. ეს არის ცენტრალური გზა, ერთ-ერთი ცენტრალური არტერია რომელიც შემოდის ქალაქ ბათუმში. […] კორუფციის ნათელი მაგალითია, იმის, თუ როგორი მიდგომა აქვს “ქართულ ოცნებას” ბათუმის მიმართ”, – ამბობს ლევან ანთაძე.