ქუთაისში, სასტუმრო “თბილისის” ყოფილი შენობა ისე გაყიდეს, რომ დევნილები ალტერნატიული ფართით არ დაუკმაყოფილებიათ | “სტრატეგია აღმაშენებელი”

“ქართულ ოცნებას” უპასუხისმგებლობაში ოპოზიცია ადანაშაულებს. სტრატეგია აღმაშენებლის პოლიტსაბჭოს წევრის გიორგი თევდორაძის განცხადებით, ქუთაისში სასტუმრო “თბილისის” ყოფილ შენობა ხელისუფლებამ ისე გაყიდა, რომ ნაგებობაში მცხოვრები დევნილები ალტერნატიული ფართით არ დაუკმაყოფილებია.
დან იძულებით გადაადგილებული რამდენიმე ოჯახი იძულებული გახდა შენობიდან გამოსულიყო, რადგან ინვესტორმა ობიექტის დემონტაჟი დაიწყო. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლება ადამიანების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს.