ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის პატიმრობიდან 1 წელი გავიდა.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ კვლავ ერთგულია 24 დიპლომატიური მისიის მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადების, რომლითაც ისინი სოლიდარობას უცხადებენ მზია ამაღლობელს და ითხოვენ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
საუბარია დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ 2025 წლის 6 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაზე, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მზია ამაღლობელის საქმე და ბათუმელებსა და ნეტგაზეთზე განხორციელებული ზეწოლა საქართველოში ჟურნალისტების მზარდი დაშინების, დაუსჯელი ძალადობისა და სამართლებრივი დევნის მაგალითია.




