შაჰის უფროსი ვაჟი ეროვნული აჯანყების ახალი ეტაპის დაწყებას აანონსებს

ირანის ოპოზიციონერმა ლიდერმა ეროვნული აჯანყების ახალი ეტაპის დაწყებას აანონსებს, რომლის მიზანიც ისლამური რესპუბლიკის დამხობა და რეჟიმის პროპაგანდისტული და უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის პარალიზება იქნება.
რეზა ფეჰლევი მომიტინგეებს ირანის შიგნით ქუჩებისა და სტრატეგიული ობიექტების კონტროლისკენ მოუწოდებს. ის ასევე სახელმწიფო დაწესებულებების თანამშრომლებს მოუწოდებს, ჩავიდნენ ირანში და ხალხის გვერდით დადგნენ, ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებულ საკონსულეობს და ირანული დროშების გამოფენას სთხოვს.
ვაცხადებ ეროვნული აჯანყების ახალი ეტაპის შესახებ, რომლის მიზანია ისლამური რესპუბლიკის დამხობა. ირანის შიგნით, ქალაქების ცენტრალური ქუჩების დაკავებისა და კონტროლის გარდა, ლეგიტიმურ სამიზნეებად ითვლება ყველა ის ინსტიტუცია და უწყება, რომლებიც პასუხისმგებელი არიან რეჟიმის ტყუილზე დაფუძნებულ პროპაგანდასა და კომუნიკაციების შეწყვეტაზე. სახელმწიფო დაწესებულებების თანამშრომლებს, ისევე როგორც შეიარაღებული და უსაფრთხოების ძალების წევრებს, აქვთ არჩევანი: შეუერთდნენ ხალხს და დადგნენ ერის გვერდით, ან აირჩიონ თანამშრომლობა ხალხის მკვლელებთან და საკუთარ თავზე აიღონ ერის მარადიული სირცხვილი და წყევლა. ირანის ფარგლებს გარეთ, ყველა ირანული საელჩო და საკონსულო ეკუთვნის ირანის ხალხს, და დადგა დრო, გამოფენილი იყოს ირანის ეროვნული დროშა და არა ისლამური რესპუბლიკის სამარცხვინო დროშა. ჩვენ მარტო არ ვართ. გლობალური დახმარება მალე იქნება, – განაცხადა მან.