მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკუ პოპესკუმ თანამდებობა დატოვა

მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკუ პოპესკუმ თანამდებობა დატოვა, – ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე გამოაცხადა.
„ქვეყნის პრეზიდენტის, მაია სანდუს მიერ დასახული საგარეო პოლიტიკური მიზნების წარმატებით შესრულების შემდეგ, მე ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას ვტოვებ და ამ ეტაპზე, მე პაუზა მჭირდება“, – განაცხადა ნიკუ პოპესკუმ.
პოპესკუმ აღნიშნა, რომ იგი ევროინტეგრაციის პროცესში მთავრობისა და მისი გუნდის მხარდაჭერას გააგრძელებს.
ნიკუ პოპესკუ მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2021 წლიდან ხელმძღვანელობდა.