ირანის ახალი თაობა ღირსებასა და თავისუფლებას ითხოვს, მკვლელობები და რეპრესიები უნდა შეწყდეს, ევროპამ უნდა გააცნობიეროს თავისი მოვალეობა და მოქმედების აუცილებლობა

ირანის ახალი თაობა ღირსებასა და თავისუფლებას ითხოვს, მკვლელობები და რეპრესიები უნდა შეწყდეს, ევროპამ უნდა გააცნობიეროს თავისი მოვალეობა და მოქმედების აუცილებლობა
ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა ირანელ ხალხს მიმართავს.
მისი თქმით, ირანის ხელისუფლებამ მკვლელობები და რეპრესიები უნდა შეწყვიტოს.
როგორც მეცოლა სოციალურ ქსელში წერს, ევროპამ თავისი მოვალეობა უნდა გააცნობიეროს და იმოქმედოს.
„თავისუფლებისკენ სწრაფვა ყველა ჩვენგანისთვის, როგორც ადამიანებისთვის, თანდაყოლილია. ირანის ახალი თაობა ღირსებასა და თავისუფლებას ითხოვს. 2026 წელს ეს ძალიან ბევრის მოთხოვნა არ არის. მკვლელობები უნდა შეწყდეს. უდანაშაულოები და დევნილები უნდა გაათავისუფლონ. რეპრესიები უნდა დასრულდეს. ქუჩაში მყოფ მამაც გოგონებს, სტუდენტებს, მამაკაცებსა და ქალებს: ეს თქვენი დროა. იცოდეთ, რომ ნებისმიერი რეჟიმი, რომელიც კომუნიკაციას ბლოკავს, არის რეჟიმი, რომელსაც საკუთარი ხალხის ეშინია. ევროპამ უნდა გააცნობიეროს თავისი მოვალეობა და მოქმედების აუცილებლობა. ირანი თავისუფალი იქნება“, – წერს რობერტა მეცოლა.
ცნობისთვის, ირანში საპროტესტო აქციები, 14 დღეა, გრძელდება. თავდაპირველად, თეირანის ქუჩებში მაღაზიების გამყიდველები გავიდნენ, რათა გამოეხატათ უკმაყოფილება ირანული ვალუტის გაუფასურების გამო. შემდეგ მათ სტუდენტებიც შეუერთდნენ.
-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) ცნობით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებს, სულ მცირე, 538 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 490 აქტივისტია, 48 კი ირანის უსაფრთხოების თანამშრომელი. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 10 000 აქტივისტია დაკავებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება