ანა ბუჩუკურის ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ ემზადება პროვოკაციებისთვის, ძალის დემონსტრირებისთვის, ამზადებს დეზინფორმაციასა და ე.წ. დიპფეიკებს

პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატის ანა ბუჩუკურის ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ ემზადება პროვოკაციებისთვის, ძალის დემონსტრირებისთვის, ამზადებს დეზინფორმაციასა და ე.წ. დიპფეიკებს.
როგორც ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ეს არის თავად პარტია „ქართული ოცნებიდან“ და მათ მიერ კონტროლირებადი მედიებიდან გაჟონილი ინფორმაცია.
„მსგავსი ტიპის პროვოკაციებს არჩევნებამდე ყველა უნდა ველოდოთ – ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ!“ – განაცხადა ბუჩუკურმა.
პარტია „საქართველოსთვის” დეპუტატი 23 იანვარს, თბილისის საკრებულოში მომხდარ ინციდენტსაც გამოეხმაურა და როგორც აღნიშნა, „საკრებულოში ადგილი ჰქონდა ტყუილის ჭაობში მყოფი მშიშარა ადამიანების მცდელობას, მოერგოთ ქუჩის ბიჭების როლი“.
„ნეონაცებისგან „ნაცების” მსგავსი ქცევა გასაკვირი არ არის. საზოგადოებას შევახსენებ, რომ თავის დროზე, ‘ნაცმოძრაობის” რეჟიმის პირობებში, სწორედ თბილისის საკრებულოში აღმოცენდა ე.წ. ზონდერები. როგორც ჩანს, დღევანდელი „ოცნება“ ამაშიც მიბაძვას ცდილობს, რაც ნეონაცებისგან ნამდვილად არ გვიკვირს. კი ბატონო – ასე გააგრძელეთ, მაგრამ როგორც “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაასრულა, დღევანდელი “ოცნებაც” იგივენაირად დასრულდება“, – განაცხადა ბუჩუკურმა.
თბილისის საკრებულოს სხდომაზე, წერეთლის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, პარტია „საქართველოსთვის“ წევრის განცხადებას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

ასევე დაგაინტერესებთ

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას

თურქეთის საელჩო: უწმინდესის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, ვინაიდან იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი