საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ფეხბურთისა და კალათბურთის ფედერაციებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ კალათბურთისა და ფეხბურთის ეროვნულ ფედერაციებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, თავდაცვის სამინისტროში დოკუმენტს ხელი მოაწერეს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ბუბუნაურმა, ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა.
„მემორანდუმი საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ასევე ქართული ფეხბურთისა და კალათბურთის განვითარებას ისახავს მიზნად. ურთიერთთანამშრომლობა ითვალისწინებს სამხედრო მოსამსახურეებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის სპორტულ აქტივობებში ჩართულობას, ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებას და სპორტულ ღონისძიებებზე უსასყიდლოდ დასწრების ორგანიზებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას

თურქეთის საელჩო: უწმინდესის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, ვინაიდან იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი