2026 წლის ელექტროენერგიის ბალანსი დამტკიცებულია. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 8 იანვრით დათარიღებული ბრძანება უკვე გამოქვეყნდა.
დოკუმენტი ეხება 2026 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს და გაწერილია, რა მოცულობის ელექტროენერგიას გამომუშავებს და მოიხმარს ქვეყანა წლის განმავლობაში.
დადგენილების მიხედვით, ელექტროენერგიის გამომუშავების საპროგნოზო ბალანსი ჯამურად 14.5 მლრდ კვტ.სთ-ია.
უფრო კონკრეტულად:
· თბოელექტროსადგურები – 2.7 მლრდ კვტ.სთ;
· ქართლის ქარის ელექტროსადგური – 84 მლნ კვტ.სთ;
· მზის სადგურები – 20.3 მლნ კვტ.სთ;
· ჰიდროელექტროსადგურები – 11.7 მლრდ კვტ.სთ;
· იმპორტი – 1.9 მლრდ კვტ.სთ;
· ჯამური რესურსი -16.5 მლრდ კვტ.სთ;
· სასადგურე დანაკარგები – 326 მლნ;
· ქსელში მიწოდება – 16.2 მლრდ კვტ.სთ.
ელექტროენერგიის მოხმარებასთან დაკავშირებული საპროგნოზო ბალანსი კი ასეთია:
· სულ მომხმარებლებზე მიწოდება – 14.9 მლრდ კვტ.სთ;
· აფხაზეთი – 2.6 მლრდ კვტ.სთ;
· თელასი – 240.9 მლნ კვტ.სთ;
· შპს “თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია” – 3.4 მლრდ კვტ.სთ;
· 2025 წ. თელმიკოდან ბაზარზე გამსვლელი მომხმარებელი – 32,4 მლნ კვტ.სთ;
· ენერგო პრო ჯორჯია – 591.6 მლნ კვტ.სთ;
· ეპ ჯორჯია მიწოდება – 4.3 მლრდ კვტ.სთ;
· 2025 წ. ეპ ჯორჯია მიწოდებიდან ბაზარზე გამსვლელი მომხმარებელი – 191.3 მლნ კვტ.სთ;
· შპს “თავისუფალი მიმწოდებელი” – 22 მლნ კვტ.სთ;
· პირდაპირი მომხმარებლები – 3.8 მლრდ კვტ.სთ;
· ექსპორტი – 875 მლნ კვტ.სთ;
· ტრანსპორტირების ხარჯი – 318.6 მლნ კვტ.სთ;
· სულ მოხმარება – 15.6 მლრდ კვტ.სთ.
www.bpn.ge




