ქვეყანაში გარედან შემოიყვანეს ტერორისტები, რომლებიც მეჩეთებს წვავენ, აშშ და ისრაელი ბრძანებებს აძლევენ ადამიანებს, მზად ვართ, მოვუსმინოთ ჩვენს ხალხს – ირანის პრეზიდენტი
ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ უცხო ძალებთან დაკავშირებული „ტერორისტები“ კლავენ ადამიანებს, წვავენ მეჩეთებს და თავს ესხმიან საჯარო ქონებას.
მასუდ ფეზეშქიანის თქმით, ირანის მტრები ცდილობენ ქაოსისა და არეულობის დათესვას.
ირანის პრეზიდენტი აშშ-სა და ისრაელს “არეულობის” მხარდაჭერაში ადანაშაულებს და ირანის ცენტრში დემონსტრანტების მკვლელობებზე პასუხისმგებლობას იხსნის.
„შეერთებული შტატები და ისრაელი ბრძანებებს აძლევენ ადამიანებს და ეუბნებიან – წადით, ჩვენ მხარს გიჭერთ. იგივე ადამიანები, რომლებმაც დაარტყეს ამ ქვეყანას და მოკლეს ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი ბავშვები. ოჯახებს ვთხოვ, არ დაუშვათ, რომ თქვენი ახალგაზრდა შვილები შეუერთდნენ არეულობის მონაწილეებსა და ტერორისტებს“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.
მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ უცხო ძალებთან დაკავშირებული „ტერორისტები“ კლავენ ადამიანებს და წვავენ მეჩეთებს და თავს ესხმიან.
„ქვეყანაში გარედან შემოიყვანეს ტერორისტები, რომლებიც მეჩეთებს წვავენ. ვინმე, ვინც ამ ქვეყანას ეკუთვნის, თუ რამეს აპროტესტებს, ჩვენ ამ პროტესტს ვუსმენთ და ვაგვარებთ“, – თქვა ფეზეშქიანმა.
ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება მზადაა, მოუსმინოს თავის ხალხს.
tvpirveli.ge




