მედია – რამზან კადიროვი თირკმლის უკმარისობის გამო დიალეზზეა – კრემლი მის თანამდებობაზე პოტენციურ კანდიდატებს განიხილავს

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერის რამზან კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ის, თირკმლის უკმარისობის გამო, დიალეზზეა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებიც, მათი მტკიცებით, თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლები არიან.
წყაროების ცნობით, კადიროვი ჩეჩნეთში, საკუთარ საავადმყოფოში იმყოფება და ექიმები პროგნოზს ვერ აკეთებენ.
უკრაინული მედია წერს, რომ კრემლი მის თანამდებობაზე პოტენციურ კანდიდატებს განიხილავს.
ცნობისთვის, 2023 წლის სექტემბერში უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა, რომ კადიროვი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. ორი დღის შემდეგ, სოციალურ მედიაში კადიროვის ვიდეო გამოჩნდა.

ასევე დაგაინტერესებთ

შოთა დიღმელაშვილი: მსოფლიოს გარშემო ამ ტაუერებზე სახელის ლიცენზია ბევრჯერ დაკარგულა, ბევრჯერ თავად პროექტი გაჩერებულა, ბათუმის ტრამპ ტაუერის პროექტს ივანიშვილი “ტრიუკს” უწოდებდა. ამ ფაქტების ერთობლიობიდან გამომდინარე შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ …

ზურაბ ჯაფარიძე: ზურაბ ჯაფარიძე: გავერთე და ფასები შევადარე ტრამპ თაუერის 1 კვ/მ-ზე დაანონსებულ ფასში, შეგიძლია იყიდო ბინა/აპარტამენტი: მადრიდში, ბარსელონაში, ლისაბონში, რომში, მილანში, ათენში…

ირმა ინაშვილი – თუ „პატრიოტთა ალიანსის“ და ღარიბაშვილის პოლიტიკური ერთობა შედგება, ეს სერიოზულ სიახლეს შემოიტანს პოლიტიკურ ველზე – ლილუაშვილს არ მოვიაზრებ იმიტომ, რომ პოლიტიკოსი არასდროს ყოფილა