რეზა ფეჰლევი მომიტინგეებს – ნუ მიატოვებთ ქუჩებს – პრეზიდენტი ტრამპი ყურადღებით აკვირდება თქვენს აღუწერელ სიმამაცეს და განაცხადა, რომ მზადაა დაგეხმაროთ

ირანის უკანასკნელი შაჰის შვილის, რეზა ფეჰლევის განცხადებით, მომიტინგეებმა საპროტესტო აქციებით მნიშვნელოვნად დაასუსტეს ირანის რეჟიმი.

მან მომიტინგეებს კიდევ ერთხელ მიმართა და საპროტესტო აქციების გაგრძელებისკენ მოუწოდა.

„ქუჩებს ნუ მიატოვებთ. ჩემი გული თქვენთანაა“,- აღნიშნა რეზა ფეჰლევიმ.

მისი თქმით, მსოფლიო მხარს უჭერს ირანში მიმდინარე რევოლუციას და აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა ირანელ ხალხს დაეხმაროს.

„დღეს მსოფლიო თქვენს ეროვნულ რევოლუციას უჭერს მხარს და აღფრთოვანებულია თქვენი გამბედაობით. კერძოდ, პრეზიდენტი ტრამპი, როგორც თავისუფალი სამყაროს ლიდერი, ყურადღებით აკვირდება თქვენს აღუწერელ სიმამაცეს და განაცხადა, რომ მზადაა დაგეხმაროთ“, – განაცხადა რეზა ფეჰლევიმ.

დასავლური მედია წერს, რომ ირანში ინტერნეტის გათიშვა, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად შეზღუდავს ფეჰლევის გზავნილზე წვდომას.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს