– რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ერთ კვირაში 1 100-მდე დრონი, 890-ზე მეტი საჰაერო ბომბი და 50-ზე მეტი რაკეტა გაუშვა – ეს არის მიზანმიმართული, ცინიკური რუსული ტერორი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ

ს მიერ ჩვენს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ, სიტუაცია კვლავ რთული რჩება, -ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მ განაცხადა.
მისი თქმით, ენერგეტიკოსები და სარემონტო ჯგუფები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ, რათა აღადგინონ ელექტროენერგიის, გათბობისა და წყალმომარაგება მოსახლეობისთვის.
„ამ კვირის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 1 100-მდე თავდასხმის დრონი, 890-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი და 50-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა გაუშვა – ბალისტიკური, ფრთოსანი და „ორეშნიკის“ საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტაც კი. მათ დაარტყეს სამიზნეებს, რომლებსაც არანაირი სამხედრო დანიშნულება არ აქვთ – ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, საცხოვრებელ შენობებს. ისინი მიზანმიმართულად ელოდნენ ყინვას, რათა ჩვენი ხალხისთვის სიტუაცია გაეუარესებინათ. ეს არის მიზანმიმართული, ცინიკური რუსული ტერორი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ამჟამად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინის შიდა მდგრადობა და თავდაცვის გაძლიერებისკენ მიმართული მუშაობა. ზელენსკის განცხადებით, საჭიროა სტაბილური მხარდაჭერა უკრაინისთვის, მისი თავდაცვისთვის და კოორდინირებული დიპლომატია მშვიდობისთვის.