ირანში საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რაოდენობა 78-მდე გაიზარდა

ირანში საპროტესტო აქციები გრძელდება. ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფის ცნობით, აქციების დროს სულ მცირე 78 მომიტინგე დაიღუპა და 2 600-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
60 საათზე მეტია ირანში ინტერნეტთან წვდომა არ არის და სატელეფონო ხაზები გათიშულია.
თვითმხილველების განცხადებით, თეირანის ქუჩებში უსაფრთხოების ძალების შაშხანებით შეიარაღებული წარმომადგენლები ნახეს, რომლებმაც უამრავი ადამიანი დახოცეს. ამასთან, თვითმხილველის ინფორმაციით, საავადმყოფოში ერთმანეთზე დაწყობილი გვამები დაინახა.
თეირანში ერთ-ერთმა 35 წლის მომიტინგემ, ანონიმურობის პირობით, CNN-ს განუცხადა, რომ დემონსტრანტები უძილობით და ბრძოლით დაიღალნენ.
„სიტუაცია უარესია, ვიდრე წარმოგიდგენიათ და ის კიდევ უფრო ძალადობრივი გახდება. დავიღალეთ. ხალხი დაიღალა ბრძოლით, ხალხი არც სძინავს და არც ისვენებს. ჩვენ აღარ შეგვიძლია ამის ატანა“, – აღნიშნა აქციის მონაწილემ.
მისი თქმით, დემონსტრაციების ხანგრძლივობას განსაზღვრავს ის, თუ რამდენ ხანს შეძლებენ მონაწილეები ძალადობის და ქვეყნის ეკონომიკური სიდუხჭირის ატანას.

ასევე დაგაინტერესებთ

შოთა დიღმელაშვილი: მსოფლიოს გარშემო ამ ტაუერებზე სახელის ლიცენზია ბევრჯერ დაკარგულა, ბევრჯერ თავად პროექტი გაჩერებულა, ბათუმის ტრამპ ტაუერის პროექტს ივანიშვილი “ტრიუკს” უწოდებდა. ამ ფაქტების ერთობლიობიდან გამომდინარე შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ …

ზურაბ ჯაფარიძე: ზურაბ ჯაფარიძე: გავერთე და ფასები შევადარე ტრამპ თაუერის 1 კვ/მ-ზე დაანონსებულ ფასში, შეგიძლია იყიდო ბინა/აპარტამენტი: მადრიდში, ბარსელონაში, ლისაბონში, რომში, მილანში, ათენში…

ირმა ინაშვილი – თუ „პატრიოტთა ალიანსის“ და ღარიბაშვილის პოლიტიკური ერთობა შედგება, ეს სერიოზულ სიახლეს შემოიტანს პოლიტიკურ ველზე – ლილუაშვილს არ მოვიაზრებ იმიტომ, რომ პოლიტიკოსი არასდროს ყოფილა